დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე თბილისის მერიის ინიციატივაზე იმსჯელეს

09 აგვისტო 2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე თბილისის მერიის ინიციატივაზე იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სივცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტორულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივა განიხილეს, რომელიც არქიტექტორთა სერტიფიცირების საკანონმდებლო რეგულირებას შეეხებოდა.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, სივრცითი მოწყობის შესახებ ახალი კანონმდებლობა არქიტექტორთა სერტიფიცირების ვალდებულებას ისედაც ითვალისწინებს, თუმცა მისი ამოქმედება 2020 წლის ივლისისთვის იგეგმება, თბილისის მერიის ინიციატივა კი, მუნიციპალიტეტის ნაწილში სერტიფიცირების ვადის 2019 წლის იანვრისთვის გადმოწევას შეეხება.

„თბილისის მერია რამდენიმე მიმართულებით აქტიურ სამუშაოებს ეწევა და ერთ-ერთ სფეროს სამშენებლო სექტორი და არქიტექტურის განვითარება წარმოადგენს. მერიამ ამ კუთხით რიგი ნაბიჯები უკვე გადადგა და ამ ეტაპზე გვაქვს შესაბამისი შესაძლებლობები, რომ სერტიფიცირების პროცესი უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან ავამოქმედოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მერიის ინიციატივასთან დაკავშირებით, საბჭოს წევრებმა დისკუსია გამართეს და აღნიშნულ საკითხზე მოსაზრებები გამოთქვეს.

აღინიშნა, რომ თბილისის მასშტაბით არქიტექტორთა სერტიფიცირება, როგორც საპილოტე პროექტი, შესაძლებელია მერიის მოთხოვნის ვადებში თბილისში ამოქმედდეს და შემდგომ მოხდეს მისი გავრცელება მთელ საქართველოზე.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ შეაჯამა და თბილისის მერიასთან, მის ინიციატივასთან დაკავშირებით, მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

„თბილისის მერიას დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე აქვს საჭიროებები, რომ ინდივიდუალურად დაარეგულიროს არქიტექტორთა სერტიფიცირების საკითხი თბილისის ფარგლებში და ამას სჭირდება შესაბამისის საკანონმდებლო ცვლილება. საბჭოს ფარგლებში გამართული დისკუსიის შედეგად შევთანხმდით, რომ ეს იქნება მხოლოდ პოზიტიური ნაბიჯი კანონის სამომავლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან თბილისის მასშტაბით შესაძლოა დაიტესტოს ყველა ის დეტალი, რომელიც სერტიფიცირებასთან არის დაკავშირებული. შევთანხმდით, რომ არქიტექტორთა კავშირი და სხვა პროფესიულ საზოგადოების მიერ უკვე არსებულ ამ მიმართულებით გაკეთებულ პრაქტიკას ჩვენ მნიშვნელოვნად გამოვიყენებთ მერიასთან ერთად და სამუშაოები მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

საბჭოს სხდომაზე საქართველოში „ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს“ და „მსოფლიო მშენებელ ინჟინერთა საბჭოს“ ქოლგის ქვეშ „სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ცენტრის“ დაფუძნების საკითხზეც იმსჯელეს.

გალერეა

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე თბილისის მერიის ინიციატივაზე იმსჯელეს, 2018 წლის 9 აგვისტო