პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი „საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური დარგის ძირითადი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ გაიმართა

25 დეკემბერი 2017
პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი „საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური დარგის ძირითადი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივითა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ორგანიზებით, პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა. დიალოგის თემას საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური დარგის ძირითადი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები წარმოადგენდა.

ღონისძიების მიზანს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში ეფექტიანი ინტეგრაციისთვის, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის შესწავლა-გაანალიზება და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური დარგის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრისთვის, ინტერესთა ჯგუფების აქტიური ჩართულობით, ოპტიმალური ინსტრუმენტების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა. საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური დარგის ამ და სხვა ძირითადი პრობლემებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ კანონმდებლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მსჯელობდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ მიმართა. 

რომან კაკულიას განცხადებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ბევრი საინტერესო ღონისძიება განახორციელა, თუმცა კომიტეტის მიზანია, მომავალი წლიდან უფრო სისტემური იყოს დაგეგმარებითი პროცესი და საკანონმდებლო ინიციატივებსა და მთავრობის პრიორიტეტებს შორის შესაბამისობა მეტად ხელშესახები და ცხადი იყოს.

ჩვენს სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებული გამოწვევები, საქართველოს გადაქცევა ლოჯისტიკურ ცენტრად და მისი შემდგომი ინტეგრირება საერთაშორისო ლოჯისტიკურ ცენტრებთან არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ გვინდა, რომ მთავრობისა და ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივების უკან იკითხებოდეს ამ თემის პრიორიტეტულობა“, - აღნიშნა რომან კაკულიამ. 

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე აღნიშნული მიმართულებით, არსებული საკანონმდებლო სივრცის ფარგლებში, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გააქტიურებაზეც გაამახვილა. „ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც, სწორი კოორდინაციის შემთხვევაში მიღწეული იქნება თანამიმდევრულობა, იდენტიფიცირება ყველა იმ ძირითადი გამოწვევის, რომელიც შეიძლება არსებობდეს და ამ გამოწვევების გადაწყვეტის გზების მოძიება, იმისათვის, რომ ჩვენი ეს ფუნქცია წარმატებულად შედგეს. ეს თემა არის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი და მე ჩვენი მთავრობის შეფასების დროსაც აღვნიშნე, რომ მას უდავოდ ექნება თანამიმდევრულობა და ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ მართვაში გაგრძელების შემთხვევაში და ეს ძალიან კარგია. ამ მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ წარმატება შეუძლებელია მიზნობრივი ჯგუფების ჩართულობის გარეშე, გვინდა, რომ ეს ტრადიცია სრულყოფილი გავხადოთ პარლამენტში და მომავალ წელს ვკონცენტრირდეთ რამდენიმე ძირითად საკითხზე, რომელიც ასეთ შეხვედრებზე გამოიკვეთება“.

რომან კაკულიამ ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება.

დიალოგის მონაწილეებს მიესალმა USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პროექტის მიზანია ეკონომიკური რეფორმები კერძო სექტორის ჩართულობის და დიალოგის გზით, ანალიზზე და ფაქტებზე დაყრდნობით და დისკუსიების მეშვეობით განხორციელდეს. 

მისივე თქმით, დიალოგის და დისკუსიების განხორციელება ექსპერტების, კერძო სფეროს ჩართულობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 

პარლამენტსა და ბიზნესს შორის დიალოგის პლატფორმა, არის ჩვენს მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის ფარგლებში რამდენიმე დისკუსია უკვე განხორციელდა და დღევანდელი შეხვედრაც აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევა მოგვცემს საშუალებას მეტი გავიგოთ, თუ რა გამოწვევები და პერსპექტივები და რა მნიშვნელოვანი შემდგომი ნაბიჯებია გადასადგმელია ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნატალია ბერუაშვილმა.

პარლამენტისა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თავის მისასალმებელ გამოსვლაში ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კაციაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიებაც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობის პირობებში დაიგეგმა. ნათია კაციაშვილმა აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობის შეთავაზება, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხრიდან მიიღეს და, იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი პლატფორმა არსებული გამოწვევების მიმართულებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. „გვიხარია, რომ ჩვენს ღონისძიებებზე ჩართულობა ორივე მხრიდან მაღალია და შესაბამისად, ღონისძიებები ყოველთვის არის ხოლმე შედეგიანი და ეფექტიანი“.

საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, გეოეკონომიკური კონტექსტი და ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირება იყო ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ექსპერტის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის საკითხებში, ირაკლი დანელიას მოხსენების მთავარი თემა. მომხსენებელმა სატრანსპორტო ლოჯისტიკური დარგის მიმართულებით ჩატარებული კვლევის ზოგად მიმართულებებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. 

კონფერენციაზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სისტემის არსებული მდგომარეობასა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, ავტორებმა კავკასიის სატრანზიტო დერეფნის შედარებითი ანალიზის, საქართველოს რკინიგზის როლზე ახალი აბრეშუმის გზის სატრანზიტო დერეფანში და მისი განვითარების პერსპექტივების თემებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა და განვითარების ხედვაზე ისაუბრა. მომხსენებელმა საერთაშორისო სამეცნიერო განხილვების ფოკუსში ახალი აბრეშუმის გზაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

დიალოგის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით ტვირთების მოზიდვის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

წარმოდგენილ პრეზენტაციებთან და განხილულ თემებთან დაკავშირებით პრეზენტაციების ავტორებმა შეკითხვებს უპასუხეს და დისკუსია გაიმართა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ უკანასკნელ პერიოდში ე.წ. „ახალი აბრეშუმის გზის" სატრანზიტო დერეფანში ტვირთნაკადები მნიშვნელოვნად გააქტიურდა, აღნიშნული დერეფნის პოტენციური შესაძლებლობები ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული. ამ პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაცია მჭიდრო კავშირშია იმ ინსტიტუციური, სტრუქტურული და სტრატეგიული საკითხების ეფექტიან გადაჭრასთან, რომელთა მოუგვარებლობის გამო, „ახალი აბრეშუმის გზის" სატრანზიტო დერეფანი ნაკლებად კონკურენტუნარიანია ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით.
ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ნახსენებ სატრანზიტო დერეფანში შეასრულოს საკვანძო ფუნქცია, მოახდინოს საკუთარი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სისტემის სიღრმისეული ინტეგრაცია საერთაშორისო ლოჯისტიკურ სისტემებში და ამით ქვეყნის საერთო ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი.

საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფარგლებში, დარგში არსებულ ძირითად პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე პრეზენტაციები იყო წარმოდგენილი: 

  • სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის პერსპექტივები და ავიაციის სექტორი საქართველოში; ინსტიტუციურ–ადმინისტრაციული პრობლემები
  • საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებისთვის არარეზიდენტი პირების დაბეგვრის სპეციფიკა; საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები
  • საფოსტო ლოჯისტიკური ცენტრების განვითარების პერსპექტივები და მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემო

დისკუსიის ფარგლებში ასევე აღინიშნა, რომ პრობლემად რჩება ის, რომ არ არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების პრაქტიკაში იმპლემენტაციას უზრუნველყოფს და სტრატეგიული მიმართულებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი საჯარო უწყებები არ არის განსაზღვრული.

ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის ლოჯისტიკურ ჰაბად გადაქცევა. დღეს გავაკეთეთ ანალიზი თუ რა სატრანზიტო ფუნქციის დატვირთვის კორიდორებთან შევდივართ ჩვენ კონკურენციაში. როგორია მათი შემდგომი განვითარების პოტენციალი. რა გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ ამ ფონზე, რათა ჩვენი კონკურენტუნარიანობა იყოს მაღალი ხარისხის, გაამართლოს ხარჯები და დააკმაყოფილოს ის მოლოდინები, რომელსაც ჩვენ ამ პროექტში ვდებთ. აქედან გამომდინარე, ყველა იმ კონკრეტული გამოწვევის ანალიზი, როგორიცაა დრო, სწრაფი გადაზიდვა, პროცედურების გამჭვირვალობა, მომსახურების მაღალი კვალიფიკაცია და სხვა, არის ძალიან კონკრეტული და როდესაც ჩვენ დავინახავთ თითოეული ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ეს იქნება სწორი სტრატეგია როგორც საკანონმდებლო ყურადღების, ასევე, საზედამხედველო კუთხით ამ პროცესის მიმდინარეობაზე“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ღონისძიების დასრულების შემდეგ. 

ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) პროექტის ფარგლებში - „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმის გაძლიერება პარლამენტში”, რომელსაც ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC) ახორციელებს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან ეკონომიკურ თემებსა და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე კანონმდებლებსა და კერძო სექტორს შორის ინფორმირებული დიალოგის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რამაც, რეფორმების მონაწილეობით დაგეგმვას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას, ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას და შედეგად, რეფორმათა ქმედუნარიანობას უნდა შეუწყოს ხელი.

გალერეა

  • პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი „საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური დარგის ძირითადი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ გაიმართა, 2017 წლის 25 დეკემბერი