სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობა გრძელდება

14 სექტემბერი 2018
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობა გრძელდება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის განახლებაზე მუშაობა გრძელდება სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დღეს EBRD და GIZ-ის ექსპერტმა, ერიკს მეზალისმა საჯარო შესყიდვების სფეროში დავების განმხილველი ორგანოს და მისი ინსტიტუციონალური დაქვემდებარების შესახებ ისაუბრა.

მან აქცენტი გააკეთა ამ ორგანოს, როგორც ახალი, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნის საფუძვლებზე. მიმოიხილა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, თუ როგორ არის მოწყობილი ეს სისტემა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და რას ითვალისწინებს ევროკავშირის დირექტივა ამასთან დაკავშირებით.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა საქართველოში აღნიშნულ სფეროში ჩატარებული, სპეციალიზებული კვლევების შედეგად გამოვლენილ ვითარებაზე. მან ყურადღება გაამახვილა EBRD -ის ბოლო რეკომენდაციებზე.

ერიკს მეზალისმა უპასუხა კანონმდებლების და დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვებს.

შეხვედრაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობების და დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, კახა დემეტრაშვილმა და სააგენტოს სხვა წარმომადგენლებმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ნინო წილოსანმა, რომელიც დღევანდელ ღონისძიებას უძღვებოდა, ორდღიანი შეხვედრა შეაჯამა.

„გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრის შედეგად ჩვენ გვექნება კარგად შეჯერებული კანონპროექტი, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება მსჯელობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ევროდირექტივებიდან გამომდინარე ცვლილებებს, მათ შორის ვადებთან დაკავშირებით, შავი და თეთრი სიების და საიდუმლო შესყიდვების თაობაზე და სხვა.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

გალერეა

  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობა გრძელდება, 2018 წლის 14 სექტემბერი