ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული სათვისტომოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

15 ნოემბერი 2019
ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული სათვისტომოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ შეხვედრა გამართეს თურქეთის ქართული ისტორიული დიასპორული ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან. 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდმენ: ვაჟა მალაყმაძე (გურჯან ჰაირიოღლუ) - ჰაირიეს ქართული კულტურის ასოციაცია; გიორგი ირემაძე (შემსეთთინ იიემ) - სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის დამფუძნებელი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი და პუბლიცისტი; მერაბ ფუტკარაძე (მეჰმეთ სევალ) - ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოება; როზეტა გუჯეჯიანი - ისტორიკოსი, ეთნოლოგი, პროფესორი. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეთნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი და ქეთევან ხუციშვილი - თსუ-ს პროფესორი. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.

პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქართული სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულია საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან, განსაკუთრებით ისტორიულ დიასპორასთან ურთიერთობისა და კავშირების ინტენსიფიკაცია, სისტემატიზაცია და არსებული პრობლემების ერთიანი ძალისხმევით გადაჭრა. საზღვარგარეთ ქართული დიასპორის იდენტობისა და კულტურული თავისთავადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, დიასპორის ჩართულობა მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საკითხში.

ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თურქეთში მოქმედი ქართული სათვისტომოების საქმიანობაზე, მათ როლზე ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნება-განვითარების საქმეში. გამოთქვეს სურვილი, რომ პროექტში „ანაკლიის მომავლის ბანაკში“ კიდევ უფრო გაიზარდოს დიასპორელი ახალგაზრდების ჩართულობა და პროექტში გაძლიერდეს საგანმანათლებლო კომპონენტი.

შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის, ცლკეული დიასპორული პროექტების განხორციელებაზე, რაშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ქართველი მეცნიერები და პედაგოგები.

ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს შეხვედრაზე მობრძანებისთვის და დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის სახელით გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.

გალერეა

  • ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული სათვისტომოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
  • ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული სათვისტომოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
  • ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული სათვისტომოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს