დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

18 მაისი 2017
დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით, 27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ (რუსთაველის გამზ. N29) გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“.

ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას და დიასპორასთან ურთიერთობების პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიის გამართვას.

ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ პროფესიული ნიშნისა და ინტერესების შესაბამის თემატურ ჯგუფებში.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, მსურველებმა საჭიროა გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 20 მაისამდე და შეავსონ თანდართული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/LhZifw

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი დიასპორის დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 22 მაისს, კომიტეტის სხდომაზე მოუსმენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ზვიად გონაძეს.