დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 2019 წელს საზედამხედველო საქმიანობის გააქტიურებას გეგმავს

11 თებერვალი 2019
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 2019 წელს საზედამხედველო საქმიანობის გააქტიურებას გეგმავს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე უძღვებოდა, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს და ერთხმად დაამტკიცეს.

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა და საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„საზედამხედველო საქმიანობის კომპონენტი, როგორც ეს ახალმა რეგლამენტმა განგვისაზღვრა, პარლამენტის მუშაობაში კიდევ უფრო ძლიერდება და კომიტეტმაც ამ მიმართულებით შესაბამისი ამოცანები განსაზღვრა“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე თემატური მიმართულებებით განსაზღვრული საკითხების შესწავლა-მომზადება-გადაწყვეტის პროცესში კომიტეტის წევრების ჩართულობის გაზრდა, რამაც კიდევ უფრო უნდა შეუწყოს ხელი კომიტეტის საქმიანობის გააქტიურებას.

კომიტეტის სამოქმედო გეგმა, მიზნებიდან და მასზე დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, მოიცავს დიასპორის, კავკასიისა და მიგრაციის კუთხით, კომიტეტის ფუნქციონირების შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

  • კომიტეტის პრიორიტეტები, დარგობრივი პოლიტიკის შემუშავება/განსაზღვრა;
  • კანონშემოქმედებითი საქმიანობა;
  • საზედამხედველო საქმიანობა;
  • საერთაშორისო თანამშრომლობა;
  • კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა.

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირების დამყარება და შენარჩუნება, დიასპორის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის გაღრმავება; მიგრაციის საკითხებზე მუშაობა.

დასასრულ, კომიტეტმა ცნობად მიიღო 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ასევე იმსჯელა კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე.

გალერეა

  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 2019 წელს საზედამხედველო საქმიანობის გააქტიურებას გეგმავს, 2019 წლის 11 თებერვალი