დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა

06 მარტი 2018
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა

დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა პროექტს „წარმატებული ემიგრანტი ქალი“, რომელსაც უკვე მესამე წელია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“ ახორციელებს. პროექტის მიზანია ქართულ ემიგრაციასთან კონტაქტების გაღრმავება და უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე ქალბატონების ღვაწლის დაფასება.

კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და საქართველოში სტუმრად მყოფი, ღონისძიებაში მონაწილე ემიგრანტი ქალბატონები წარადგინა.

„საქართველოდან გასული და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ქალბატონების რაოდენობა არც თუ მცირეა და აღსანიშნავია, რომ ისინი ყოველთვის ახერხებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. უცხოეთში არსებული ქართული საკვირაო სკოლების და ანსამბლების მასწავლებლების და ხელმძღვანელების, ისევე როგორც დიასპორული ორგანიზაციების და სათვისტომოების ხელმძღვანელების უმრავლესობას ქალბატონები წარმოადგენენ და მათ დიდი წვლილი შეაქვთ ქართული ენის შენარჩუნებაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში და საქართველოსთან კავშირების გაღრმავებაში“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძემ ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ემიგრანტი ქალბატონები ჩართულნი არიან ადგილობრივ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ორმხრივი ურთიერთობებისა და სახალხო დიპლომატიის გაძლიერების და განვითარების საქმესაც აქტიურად უძღვებიან. მისივე თქმით, „ძალიან დასაფასებელია, რომ მათი მზერა ყოველთვის მიპყრობილია საქართველოსკენ და მათი წარმატება ჩვენი, ყველას წარმატებაა“.

კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის სამომავლოდ გაგრძელების იმედი გამოთქვა.

„ღონისძიება საქართველოში უკავე მესამე წელია ტარდება და იმედი გვაქვს მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის მხარდასაჭერად. სასურველია, რომ ასეთი ღონისძიებები არა იყოს ერთეული და მრავალმხრივ ფორმატში ტარდებოდეს. რადგან ეს ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრები და მოღვაწე ქალბატონების გამოწვევების და მიღწევების საზოგადოებისთვის უფრო ნათლად წარმოჩენას და გაცნობას. ჩვენ, მზად ვართ, ვიყოთ როგორც თქვენი წარმომადგენლები და ვიყოთ თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში. დღევანდელი დღით ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ, რომ დიასპორაზე ზრუნვა ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე ჩანაწერზე, რომელიც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში მოქალაქეობასთან დაკავშირებით გაკეთდა. „ეს არის ისტორიული ჩანაწერი, ვინაიდან დიასპორასთან ურთიერთობები სახელმწიფო საზრუნავი და კონსტიტუციური ვალდებულება გახდა. ვფიქრობ, ჩვენ ეს გაცილებით უფრო დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ დიასპორასთან ურთიერთობები უკვე საკანონმდებლო დონეზეც განვამტკიცოთ“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა თსუ-ს პროფესორმა, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრმა რუსუდან დაუშვილმა, რომელმაც ისტორიულ ჭრილში წარმოადგინა ემიგრანტი ქართველი ქალების უცხოეთში მოღვაწეობა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკეთილღეოდ გაწეულ საქმიანობაზე.

კონფერენციაზე აგრეთვე ეკონომიკის აკადემიურმა დოქტორმა, თსუ-ს მიგრაციის კვლევის ცენტრის მკვლევარმა ნათია ჭელიძემ, IOM პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორმა ნათია კვიციანმა, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი ჯაშმა, ქალთა მიგრაციის, ქართული დიასპორის რეალობის, ქალთა შრომითი მიგრაციის, მიგრაციისა და განვითარების პოლიტიკის, უახლესი მიგრაციული პროცესების გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს.

პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა ინა ასანიძემ პროექტის „წარმატებული ემიგრანტი ქალი“ მნიშვნელობაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კონფერენციის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ პროექტის „წარმატებული ემიგრანტი ქალი“ 2018 წლის მონაწილეებს კომიტეტის სახელით, ქართულ დიასპორაში აქტიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სამეცნიერო საზოგადოების წევრებმა.

გალერეა

  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა, 2018 წლის 6 მარტი