დღევანდელ სხდომაზე დისპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულება შეიმუშავა და შემადგენლობა განსაზღვრა. საბჭოს შემადგენლობაში 19 წევრი იმუშავებს, რომლებიც შესაბამისი დარგის კომპეტენტური კონსულტანტები არიან. თუმცა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის განმარტებით, საბჭოს შემადგენლობას შესაძლოა წევრები კიდევ დაემატოს.
საბჭოს ამოცანებია:
საბჭოს წევრები რეკომენდაციებსა და წინადადებების შემუშავებენ დიასპორის, მიგრაციისა და კავკასიის საკითხების თაობაზე. დღევანდელ სხდომაზე მათ ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება და იდეები გააცნეს დეპუტატებს.
საბჭოში 2 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა: ერთი დიასპორისა და მიგრაციის საკითხებს განიხილავს, ხოლო მეორე - კავკასიის საკითხებს.
საბჭოს თავმჯდომარეობას გაუწევს კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, ხოლო მდივნის უფლებამოსილებას განახორციელებს საბჭოს წევრი ზაალ სარაჯიშვილი.