კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პოლონეთის ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ირინა სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა

18 მაისი 2017
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პოლონეთის ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ირინა სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ვარშავის 1944 წლის აჯანყების გმირის, ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა.

ცერემონიას პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ირინე სხირტლაძის ნათესავები, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის და მასმედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ცენტრის გახსნის ინიციატივა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს და მის ხელმძღვანელს ალექსანდრე რუსეცკის ეკუთვნის.

პოლონური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნას პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი მიესალმა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი ქართულ-პოლონური მჭიდრო ურთიერთობების გამოხატულების კარგი ნიშანია.

მისივე თქმით, არაერთი ქართველი მონაწილეობდა პოლონეთის სახელმწიფოს აღმშენებლობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ელჩი მიიჩნევს, რომ ირინე სხირტლაძის და პოლონეთში მოღვაწე ქართველების ისტორიები დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცენტრის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქართველი და პოლონელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის გაღრმავებას. ხოლო ირინე სხირტლაძის, როგორც ქართული დიასპორის ღირსეული წარმომადგენლის ღვაწლის დაფასება და პატივისცემა უმნიშვნელოვანესი საკითხია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისთვის. ამასთან, დისკუსია გაიმართა პოლონეთის ქართულ დიასპორასთან კავშრების განმტკიცებასა და მის ორგანიზაციულად ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე.
სიმბოლური იყო, რომ ცენტრის გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოლონეთში ვიზიტს და დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაემთხვა.

ღონისძიების ბოლოს პოლონეთის ელჩმა სტუდენტებისასთვის საჯარო ლექცია წაიკითხა, თემაზე: „პროტესტის კულტურა პოლონეთში და პოლონური გამოცდილება საქართველოსთვის”.

გალერეა

  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პოლონეთის ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ირინა სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა, 2017 წლის 18 მაისი