empty

1 მარტი


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2018 წლის 1 მარტი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. ქალაქ თბილისის მერიის 2018 წლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/84; 01.06.2017) მესამე მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - შალვა თადუმაძე;
პასუხისმგებელი პირი აპარატიდან: ჯაბა უროტაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

3. სხვა მიმდინარე საკითხები.