empty

15 თებერვალი


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2018 წლის 15 თებერვალი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/84; 01.06.2017) II მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - შალვა თადუმაძე;
პასუხისმგებელი პირი აპარატიდან: ჯაბა უროტაძე;
წამყვანი კომიტეტი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.