empty

16 სექტემბერი


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

2019 წლის 16 სექტემბერი, 16:30 საათი,
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2019 წლის პირველი ნახევრის შესრულების თაობაზე;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - გიორგი წოწკოლაური;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის
დღის წესრიგი

2. საქართველოს პარლამენტის წევრების: აკაკი ზოიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, ლევან კობერიძის, მირიან წიკლაურის, დიმიტრი მხეიძის და კობა ნარჩემაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/354; 29.05.2019) განხილვა;
მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე;
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები - აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ელენე ჟორჟოლაძე;
წამყვანი კომიტეტი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;

3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ინიცირების განხილვა;
მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ელენე ჟორჟოლაძე;

4. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის და მათი ოჯახის წევრების მიერ დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით წარმოდგენილი პეტიციის (1-13774/19; 17.07.2019) განხილვა;
მომხსენებელი: ორგანიზაცია „ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე ლაბარტყავა;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ქეთევან მჭედლიშვილი;

5. მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „სოციალური სახლების მოსარგებლეთათვის შეღავათიანი პირობებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (1-8522/19; 01.05.2019) განხილვა;
მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ირაკლი ციმინტია;

6. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი (დაჩი) ბერაიას, სულხან მახათაძის, დავით სონღულაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/372; 12.06.2019) I მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გურამ მაჭარაშვილი;
ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი (დაჩი) ბერაია, სულხან მახათაძე, დავით სონღულაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და გურამ მაჭარაშვილი;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ელენე ჟორჟოლაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.