empty

17 აპრილი


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

2018 წლის 17 აპრილი, 13 საათი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/156; 14.12.2017) მეორე მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: ზაზა სოფრომაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/97; 25.10.2017) მესამე მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: აკაკი ზოიძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.