empty

3 ივნისი


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

2020 წლის 3 ივნისი,12:30 საათი
ქ. თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი
(A კორპუსი, - 1 სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „რასობრივი დიკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების“ პროექტის განხილვა (07-2/468; 01.05.2020);
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნიკოლოზ ვარნაზიშვილი;
წამყვანი კომიტეტი: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხები:

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/467; 28.04.2020) I მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: დაზმირ ჯოჯუა, ირაკლი ციმინტია;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი;

3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი საქართველო)“ (07-2/475; 28.05.20) განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნანა მეგრელიშვილი;
წამყვანი კომიტეტი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;

4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმების (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა)“ (07-2/476; 28.05.20) განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე;
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნანა მეგრელიშვილი;
წამყვანი კომიტეტი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;

5. საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში“ საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/375; 19.06.2019) I - მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი;
ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.