აკაკი ზოიძე და დიმიტრი ცქიტიშვილი დანილო ტურკს შეხვდნენ

11 თებერვალი 2019
 აკაკი ზოიძე და დიმიტრი ცქიტიშვილი დანილო ტურკს შეხვდნენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი სლოვენიის ყოფილ პრეზიდენტს, დანილო ტურკს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში შრომითი ურთიერთობების განვითარებაზე, შრომის უფლებების დაცვაზე და მედიაციის მექანიზმების ჩამოყალიბებაზე. ქართველმა კანონმდებლებმა სტუმარს ამ მიმართულებით ქვეყანაში გაწეული საქმიანობა გააცნეს. ყურადღება გაამახვილეს „შრომითი უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტი უახლოეს მომავალში მესამე მოსმენით მიიღებს.

„შრომითი უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, პრაქტიკულად უკვე მიღებულია, დარჩენილი გვაქვს მხოლოდ მესამე მოსმენა. დანილო ტურკს გავაცანით ჩვენი გეგმები, რომელიც შრომის კოდექსის რეფორმირებას ეხება და ვფიქრობ, რომ აქაც მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, ასევე, შრომის ინსპექციის ფორმირება-ჩამოყალიბება, რათა იყოს დასაქმებულების დაცვის ძლიერი მექანიზმები და მათ ჰქონდეთ დაცვა არა მხოლოდ შრომითი უსაფრთხოების კუთხით, არამედ შრომის უფლებების დაცვის კუთხითაც. ეს პროცესი უნდა წარიმართოს დიალოგის რეჟიმში, ბიზნესსექტორის და პროფესიული კავშირების გაერთიანების აქტიური ჩართულობით, იმისთვის, რომ ეს იყოს ძალიან დაახლოებული, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და რაც მთავარია, მოემსახუროს როგორც დასაქმებულის ინტერესებს, ასევე ბიზნესის განვითარებას და ქვეყნის საერთო კეთილდღეობას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გალერეა

  •  აკაკი ზოიძე და დიმიტრი ცქიტიშვილი დანილო ტურკს შეხვდნენ, 2019 წლის 11 თებერვალი