აკაკი ზოიძე შოტლანდიის პარლამენტის წევრებს შეხვდა

07 ნოემბერი 2018
აკაკი ზოიძე შოტლანდიის პარლამენტის წევრებს შეხვდა

ვესტმინსტერის ფონდის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტს შოტლანდიის კონსერვატიული და ეროვნული პარტიის წარმომადგენლები სტუმრობენ. საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განხილვას დაეთმო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის და შოტლანდიელი კანონმდებლების შეხვედრა.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას სოციალური პროექტები და სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებების გაცნობა წარმოადგენდა.

აკაკი ზოიძემ სტუმრებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო მიდგომები და ის ინიციატივები გააცნო, რომლის განხორციელებაც მომავალი წლისთვის იგეგმება. შეხვედრაზე მხარეები სოციალურ საკითხების მიმართ, გამოცდილების გაზიარების თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გალერეა

  • აკაკი ზოიძე შოტლანდიის პარლამენტის წევრებს შეხვდა, 2018 წლის 7 ნოემბერი
  • აკაკი ზოიძე შოტლანდიის პარლამენტის წევრებს შეხვდა, 2018 წლის 7 ნოემბერი