აკაკი ზოიძე ყირგიზეთის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა

12 აპრილი 2019
აკაკი ზოიძე ყირგიზეთის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ყირგიზეთის სამთავრობო უწყებების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას პალიატიური მზრუნველობასა და ქრონიკული ტკივილის მართვის საკითხებზე ქართული კანონმდებლობის გაცნობა წარმოადგენდა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა მიიღო, სადაც ასახულია საერთაშორისო გამოცდილების მიდგომები და ახალი დეფინიციები, ასევე კანონში პალიატიური მკურნალობის სერვისების გამწევი დაწესებულების რეგულაციები გაჩნდა იმისათვის, რომ შესაბამისი ხარისხი მივიღოთ. აკაკი ზოიძემ ყირგიზეთელ სტუმრებს კანონის ის ნორმებიც გააცნო, რომელიც ქრონიკულ ავადმყოფებს და მათ ოჯახებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შეუწყობს ხელს.

გალერეა

  • აკაკი ზოიძე ყირგიზეთის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, 2019 წლის 12 აპრილი