ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ერთობლივი შეხვედრა

06 მარტი 2018

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის აუდიტორული შემოწმების ანგარიში მოისმინეს დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წ. 22 დეკემბერს დამტკიცებული შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ შეხვედრაზე ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორმა, ქეთევან მცურავიშვილმა წარმოადგინა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომლითაც აუდიტმა სასწრაფო დახმარების სამნსახურს მიმართა 2013 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. მან ასევე, ისაუბრა სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ განხორციელებული პოზიტიური აქტივობების შესახებ, რომლებიც 2017 წელს ჩატარებული აუდიტის განხორციელების შედეგად გამოიკვეთა.

ქეთევან მცურავიშვილმა და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი წიწილაშვილმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს.

ამის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ, რომელშიც დეატალურად იყო წარმოდგენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2016-2018 წლების ბიუჯეტი და მისი შესრულების დინამიკა, განხორციელებული გამოძახებები და ჰოსპიტალიზაციები. ანგარიშში ასევე წარმოდგენილი იყო პრობლემები, რომლებსაც დიდი რაოდენობით გამოძახებები და არასრულფასოვანი დისპეჩერიზაცია იწვევს. აღინიშნა გამოძახების დისპეჩერიზაციისა და ჰოსპიტალიზაციის პროცესში არსებული პრობელემბისა და მათი აღმოფხვრის შესაძლერბლობებზე.

მომხსენებელმა, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, სოლომონ როსტიაშვილმა ისაუბრა არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, იმ სიახლეებზე, რაც მომსახურების ხარისხისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით დაინერგა სისტემაში. ესაა გამოძახების ელექტრონული სისტემა. მისი თქმით, ცენტრმა და სსიპ 112-მა შეიმუშავა ინფორმაციის სწრაფი და მარტივი გადაცემის სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რამაც მომსახურების ეფექტიანობა გაზარდა. მომხსენებელმა ისაუბრა მომავალ გეგმებზე.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა, ავთანდილ თალაკვაძემ წარადგინა. მან ცენტრის ფუნქციებისა და მის მიერ განხორციელებული სერვისების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განხორციელებულ რეორგანიზაციას, რომლის შედეგადაც მოხდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაცია, პროცესის ოპტიმიზაციის მიზნისთ ერთ სტრუქტურულ ერთეულად ჩმოყალიბდა სადისპეჩერო, შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, გამარტივდა კოორდინაციის პროცესი და სხვა.

მომხსენებლებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს.

შეხვედრის ბოლოს პარლამენტის ჯანმთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ შეაჯამა მოსმენილი ანგარიშები და განაცხადა, რომ უმთავრესია სასწრაფო სამედიცინო დახმარება მუშაობდეს გამართულად და ამისი განმსაზღვრელი ფაქტორებია მომსახურების ოპერატიულობა, ხარისხი და პაციენტის კმაყოფილება.

„დღესდღეობით მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ეს ნათლად ჩანდა ამ პრეზენტაციებშიც. ამ განხილვის მთვარი ამოცანა იყო არა ის, რომ მოგვეძებნა ვინმე დამნაშავე, არამედ განვიხლავთ რა შეიძლება გავაკეთოთ, რა დახმარება გჭირდებათ, რომ გამოვასწოროთ დღეს არსებული პრობლემები და გამოწვევები, როგორ შეგვიძლია მათ ადეკვატურად ვუპასუხოთ. ერთად მოვძებნოთ გზა ამ პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ თუ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. კონკრეტულად, შესაძლოა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების კუთხით დამატებითი რეგულაციები შევიტანოთ კანონმდებლობაში, იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ადეკვატური ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაუმჯობესბის თაობაზე დიალოგი კომიტეტში კვლავაც გაგრძელდება.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ერთობლივი შეხვედრა, 2018 წლის 6 მარტი