ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

29 ნოემბერი 2019
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების განხორციელებისთვის მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. 

მომხსენებელმა, მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ კომიტეტის წევრებს სამინისტროში არსებული სსიპ-ებს შორის სტატუსის და ფუნქციების შეცვლასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტები: „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ გააცნო და ყურადღება იმ ერთადერთ ცვლილებაზე გაამახვილა, რომელიც საკანონმდებლო პაკეტში პირველი მოსმენის შემდეგ აისახა - საკითხი შეეხებოდა კანონის ამოქმედების ვადის ერთი თვით, 2020 წლის 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე გადაწევას.

დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ.

გალერეა

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 2019 წლის 29 ნოემბერი