ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლობასთან

17 იანვარი 2015
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლობასთან

შრომის კანონმდებლობის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე, შრომის კანონმდებლობის აღსრულებასა და შრომის ინსპექტირების შესახებ ისაუბრეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებმა დღეს კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობებს შრომის კოდექსი არეგულირებს, მაგრამ ახლა დღის წესრიგში შრომითი ინსპექტირების შემოღების საკითხი დადგა, რათა დასაქმებულთა ინტერესები და უსაფრთხოება გარანტირებულად იყოს დაცული. აღნიშნული სტრუქტურა უნდა იყოს სწორად ორგანიზებული და ორიენტირებული. ამას ავალდებულებს ქვეყანას ევროკავშირთან რატიფიცირების ხელშეკრულებაც.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც უფრო ინტენსიური თანამშრომლობა უნდა დამყარდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის.