პარლამენტის წევრები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის დელეგაციას შეხვდნენ

26 ივნისი 2019
პარლამენტის წევრები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის დელეგაციას შეხვდნენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე და კომიტეტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის (US Trade Representative) წევრებს, მაიკლ ო დონოვანს და ერლანდ ჰერფიდალს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა პარლამენტის მიერ მიღებული შრომითი უსაფრთხოების სისტემის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და შრომითი უფლებების და შრომის ინსპექციის მიმართ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის ერთ-ერთი წინა ეტაპი - „პრეფერენციათა განზოგადების სისტემა“ (GSP) მოქმედებს, რაც გარკვეული ნორმების და სტანდარტების დაცვას და შესრულებას ითვალისწინებს.

„აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისი თეთრი სახლის ადმინისტრაციის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებს განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის ერთგვარი ფორმა - გენერალური პრეფერენციების სისტემა არსებობს, რომელიც სავაჭრო მიმართულებებს გარკვეულ უპირატესობებს და შეღავათებს უწესებს და იგი თავისუფალი ვაჭრობის ერთ-ერთ წინა ნაბიჯს წარმოადგენს. იგი ასევე მოიცავს შრომის სტანდარტებს და შრომითი უფლებების საკითხებს. შეხვედრაზე ამერიკელ სტუმრებს GSP-ის მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობა და მათი შესრულების მიმდინარეობა გავაცანით“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გალერეა

  • პარლამენტის წევრები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის დელეგაციას შეხვდნენ, 2019 წლის 26 ივნისი