ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა თემაზე: „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე“

10 ივლისი 2020

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა - „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე“ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

თემატური მოკვლევის მიზანია ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტის ექსპორტისას ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევების კვლევა. არსებული მონაცემების საფუძველზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ასევე, წერილობითი და ზეპირი მოსაზრებები, რომლებიც პარლამენტს ამ მოკვლევის ფარგლებში წარედგინება.

შეხვედრაში სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„მცირე და საშუალო ბიზნესი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი ხერხემალი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მას მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს სახელმწიფოსგან და რა სარგებელიც შეიძლება მიიღოს და რესურსი აითვისოს - ბოლომდე ჰქონდეს მიღებული და ათვისებული. სწორედ, ეს იყო მამოტივირებელი ჩვენი კომიტეტისთვის, რატომაც გადავწყვიტეთ შეგვესწავლა რა პრობლემების წინაშე დგას მცირე და საშუალო ბიზნესი ევროკავშირის ბაზარზე შესვლის კუთხით, რამდენად სარგებლობს ან ვერ სარგებლობს ის, რა გამოწვევები აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) ხელშეკრულებით სარგებლობის ნაწილში და რამდენად დიდია პოტენციალი ამ ხელშეკრულების ათვისების“, - აღნიშნა თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა დავით სონღულაშვილმა.

მოწვეულმა სტუმრებმა შეხვედრისას ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელსაც ისინი აწყდებიან ევროკავშირის ბაზარზე შესვლის დროს. მომხსენებლებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს.

„ეს არის თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის დასაწყისი. შემდგომში ამ საკითხების განხილვა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთადაც წარიმართება. შემუშავებული რეკომენდაციები ისახება საბოლოო დოკუმენტში, რაც გასათვალისწინებელი იქნება, როგორც საკანონმდებლო ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე“ თემატური მოკვლევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გალერეა

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა თემაზე: „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე“, 2020 წლის 10 ივლისი