თამარ ხულორდავა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ავსტრიის ფედერალური სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

12 ივლისი 2019
თამარ ხულორდავა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ავსტრიის ფედერალური სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროპის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ავსტრიის ფედერალური სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, თომას ბუხსბაუმს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზის“ მიმდინარეობაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევებზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა კონფერენციის ფარგლებში ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ბევრი საერთო აქვს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მათ მიერ მიღებული გამოცდილება საქართველოს დადებით მაგალითად გამოადგება.

შეხვედრაზე სტუმარმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის ჩატარების შესახებ, ასევე სამიტის ფარგლებში მისაღებ დეკლარაციასა და პარტნიორობის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო რუსეთის ზეგავლენას და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებზე. ასევე ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროპის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ავსტრიის ფედერალური სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა, 2019 წლის 12 ივლისი