თამარ ხულორდავა ბერლინში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

20 დეკემბერი 2016
თამარ ხულორდავა ბერლინში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 19 დეკემბერს ბერლინში მომხდარი საშინელი თავდასხმის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მთელ ევროპულ საზოგადოებას. 

კატეგორიულად ვგმობთ ტერორიზმის ყველა გამოხატულებას, მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ამ მძიმე წუთებში და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ თავდასხმის დროს დაზარალებულ პირებს.