თამარ ხულორდავა: „დღევანდელი შედეგი საქართველოს დელეგაციის გამარჯვებაა“

09 ოქტომბერი 2018
თამარ ხულორდავა: „დღევანდელი შედეგი საქართველოს დელეგაციის გამარჯვებაა“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მწვავე დებატების ფონზე წარიმართა იმ რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელიც რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენას უზრუნველყოფდა.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) დღეს იხილავდა ძალიან მნიშვნელოვან, ჩვენთვის ძალიან არსებით და მტკივნეულ საკითხს, რომელიც რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენას უზრუნველყოფდა. ის შედეგი რომელიც დადგა არის დიდი გამარჯვება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ყველა იმ დელეგაციისთვის, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი დელეგაციის აქტიურმა მუშაობამ ხელი შეუწყო იმას, რომ მომხსენებელმა ანგარიში კომიტეტის სხდომაზე თავად გაიწვია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში ეს პროექტი საპარლამენტო ასამბლეის განსახილველ საკითხთა სიას აღარ დაუბრუნდება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.