თამარ ხულორდავა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

17 ივლისი 2017
თამარ ხულორდავა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. 

დელეგაციის ვიზიტის მთავარი თემა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ღონისძიებებია.

სტუმრებმა შეხვედრაზე საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორის როლზე გაამახვილეს ყურადღება.

მათ ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მიერ, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის მისიებში და წვრთნის ღონიეძიებებში მონაწილეობით შეტანილი წვლილი.

როგორც თამარ ხულორდავამ განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება ქვეყანაში ღრმა და მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პროცესს გულისხმობს, რაც აგრეთვე მოიცავს, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, როგორც ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, ქვეყნის განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს.

თამარ ხულორდავამ, ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე პროცესებზე. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობას და ევროკავშირს, სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მანდატის გაგრძლებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა შეხვედრაზე ევროპის ახალ სტრატეგიაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არსებულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საერთო ქმედებების საჭიროებაზე იმსჯელეს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები მოწოდებულნი არიან გააძლიერონ უსაფრთხოების პოლიტიკა თითოეულ ქვეყანაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ბოლო პერიოდში დგას მსოფლიო. ეს გააძლიერებს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ინტეგრაციას და უფრო მეტად უზრუნველყოფს მოქალაქეთა დაცულობას.

მხარეებმა, თავდაცვის სფეროში, საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრეს და სტრატეგიული კომუნიკაციის, კიბერდანაშაულის და რისკების შეფასების ანალიზის მიმართულებით, თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა, 2017 წლის 17 ივლისი
  • თამარ ხულორდავა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა, 2017 წლის 17 ივლისი
  • თამარ ხულორდავა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა, 2017 წლის 17 ივლისი