თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს და რუსეთის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ფედერალური მთავრობის კოორდინატორს, დირკ ვიზეს შეხვდა

14 მაისი 2019

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს და რუსეთის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის  თანამშრომლობის საკითხებზე ფედერალური მთავრობის კოორდინატორს, დირკ ვიზეს შეხვდა.

მხარეებმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ათი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობამ საქართველოსთვის განსაკუთრებული შედეგები უზრუნველყო პოლიტიკური ასოცირების, ეკონომიკური ინტეგრაციის და მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების სახით. მისი აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ კარგი საფუძველი შექმნა რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის  და ევროკავშირთან მთელი რეგიონის დაახლოებისთვის.  

თამარ ხულორდავამ სტუმარს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო. მან აგრეთვე, ისაუბრა  კომპლექსურ ცვლილებებზე, რომელიც ევროპულ რეგულაციებთან დაახლოების გზით რიგ სფეროებში განხორციელდა. კომიტეტის თავმჯდომარემ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების პროცესში  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ გაწეული დახმარება აღნიშნა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან  საქართველოს მიერ წინგადადგმული ნაბიჯები აღიარების მნიშვნელობას.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ დაწყებულა დღეს. 100 წლის წინ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოქალაქეებიც ევროპული სივრცის ნაწილად თვლიდნენ თავს, რაც იკითხება მაშინდელი პოლიტიკოსების წერილებიდან და განცხადებებიდან, სადაც ისინი ევროპულ ცივილიზაციასა და ევროპის ნაწილად ყოფნაზე საუბრობდნენ. ჩვენ ვიაზრებთ ჩვენს ევროპულ მიზნებს და ევროპასთან მჭიდრო კავშირით გვსურს საქართველო გახდეს უკეთესი ადგილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლება.

„გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მაღალ შეფასებას აძლევს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს“, - განაცხადა დირკ ვიზემ. იგი ვიზის ლიბერალიზაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ბევრ ქართველ და გერმანელ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა გაეცნონ ერთმანეთის ქვეყნებს,  რაც ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებისთვის კარგ საფუძველს შექმნის.

დირკ ვიზე საქართველოში სტუმრად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს და რუსეთის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის  თანამშრომლობის საკითხებზე ფედერალური მთავრობის კოორდინატორს, დირკ ვიზეს შეხვდა, 2019 წლის 14 მაისი