თამარ ხულორდავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა

09 ივლისი 2019
თამარ ხულორდავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტს კლაუდია როთს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით გერმანიის პოზიციაზე. „ქალბატონი როთი არის მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი და ეს პარტია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესების აქტიური მხარდამჭერია. ქალბატონმა ვიცესპიკერმა აქცენტი გააკეთა საქართველოს დემოკრატიულ წინსვლაზე განსაკუთრებით ჩვენი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და მომავალშიც მხარდაჭერა აღვითქვა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მხარეებმა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც განიხილეს. თამარ ხულორდავამ ისაუბრა საარჩევნო სისტემის დაგეგმილ ცვლილებაზე. საუბარი ასევე შეეხო საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერების აუცილებლობას, რაზეც ქალბატონმა როთმა ქართველ კოლეგას გერმანიის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება შესთავაზა. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 11-12 ივლისს, დაგეგმილ ბათუმის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით - „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.

10 წელი გავიდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შემუშავებიდან, ამიტომ წლევანდელი კონფერენცია დაეთმობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში მიღწეული შედეგების შეჯამებას და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომავალ ნაბიჯებზე მსჯელობას, რომელიც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს. ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია წელს განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის ღონისძიება იქნება, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმაღლეს დონეზე მონაწილეობა ცხადყოფს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

გალერეა

  • თამარ ხულორდავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა, 2019 წლის 9 ივლისი