თამარ ხულორდავა კონფერენციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობას უხდის

06 დეკემბერი 2017
 თამარ ხულორდავა კონფერენციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობას უხდის

კონფერენციაზე „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარებმა და ევროპარლამენტის წევრებმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ვიმსჯელეთ ჩვენს საერთო პრიორიტეტებზე, გამოწვევებზე და საერთო ევროპულ მომავალზე.

ისტორიული იდეა, რომელიც 60 წლის წინ დაიბადა და რომელმაც მოქალაქეებს თავისუფლების უმაღლესი სტანდარტი და უსაფრთოხების მყარი გარანტიები შეუქმნა, როგორც განვითარების სწორი მოდელი, დღეს შთააგონებს მის პარტნიორებს. შიდა სირთულეებს ევროკავშირი აუცილებლად დაძლევს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ჩვენს ინტერესებშია ძლიერი და კონსოლიდირებული ევროკავშირი, როგორც ჩვენი მყარი და საკუთარ ძალებში დარწმუნებული სტრატეგიული პარტნიორი.

კონფერენციამ ხელი შეუწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის და კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების და ხედვების გაზიარებას. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტარებისა და ევროპარლამენტარების მონაწილეობას. იყო დრო, როცა ევროკავშირის და პარტნიორების წინაშე არსებული პრობლემები სხვადასხვა ხასიათის და მასშტაბის იყო, თუმცა, დღეს მათი ანალიზი ცხადყოფს, რომ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების და კეთლდღეობის უზრუნველყოფის გზაზე თითქმის ყველა მსგავს გამოწვევებს და ერთგვაროვან სირთულეებს ვაწყდებით. სამყაროში, სადაც სულ უფრო მეტი გამოწვევაა, საერთო პრიორიტეტების დასაცავად, ერთობას, კოორდინირებულ მოქმედებას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს მიღწევებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას უფრო აქტიურად ჩავერთოთ ჩვენი საერთო ძალისხმევის გაერთანებაში და სწორი მიმართულებით წარმართვაში.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით, ღირსეული მასპინძლობა გაუწია მაღალი დონის, შინაარსით დატვირთულ და წარმომადგენლობით ღონისძიებას. ეს შედეგი ვერ დადგებოდა რომ არა ბევრი ადამიანის, ორგანიზაციის შრომა და ძალისხმევა.

ჩვენს სტუმრებთან ერთად, მადლობას ვუხდი პარლამენტის აპარატს, ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას მონდომებისთვის, გაწეული დახმარებისთვის და ღონისძიების მხარდაჭერისთვის“.

გალერეა

  •  თამარ ხულორდავა კონფერენციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობას უხდის, 2017 წლის 6 დეკემბერი