კომიტეტის შესახებ

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შეიქმნა 2004 წლის დასაწყისში.
 
კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროპულ ინსტიტუტებში, ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ეფექტიან განხორციელებას.

კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების (რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს), საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 2 სექტემბრის # 828-Iსდადგენილების, https://matsne.gov.ge/ka/document/view/38704 ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განსაზღვრული საკითხების გათვალისწინებით, კანონპროექტებზე დასკვნების შემუშავება, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით.

კომიტეტი თანამშრომლობს უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელმძღვანელობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის „ევრონესტის“ მუშაობის პროცესს, მუშაობს პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტების, პროექტების, განცხადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე, შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენაზე.

კომიტეტი აქტიურად ეწევა საქართველოს პარლამენტში ევროპული მიმართულების გაძლიერებისა და განვითარების, აგრეთვე, ევრო-ინტეგრაციული პროცესების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკურ - ექსპერტულ საქმიანობას, რაც ასევე გულისხმობს ურთიერთგაგების მემორანდუმების დადებას, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების შესაბამის სტრუქტურებთან, ისე საქართველოში ფუნქციონირებად საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

კომიტეტის შემადგენლობაში შედის პარლამენტის 14 წევრი და აპარატის 9 თანამშრომელი.

  • თამარი ხინთიბიძე - კომიტეტის აპარატის უფროსი
  • თეიმურაზ ჩიტაია - მთავარი სპეციალისტი
  • თეონა ბორაშვილი - წამყვანი სპეციალისტი
  • ნატო ნატროშვილი -წამყვანი სპეციალისტი
  • ეკატერინე უდესიანი -წამყვანი სპეციალისტი
  • ირინე წულუკიძე -წამყვანი სპეციალისტი
  • თამთა ჭუმბურიძე - წამყვანი სპეციალისტი
  • ნინო ნემსაძე -უფროსი სპეციალისტი 
  • ნინო ხუციშვილი -მდივან-სპეციალისტი