empty

8 ნოემბერი


განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

2019 წლის 8 ნოემბერი, 14:00 სთ.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N238
(C კორპუსი, II სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშის, გურამ მაჭარაშვილის, კარლო კოპალიანის, სვეტლანა კუდბას, შოთა ხაბარელის და ცოტნე ზურაბიანის მირე საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/359; 04.06.2019) განხილვა მესამე მოსმენით;
მომხსენებელი: მარიამ ჯაში - პარლამენტის წევრი;

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/363; 11.06.2019) განხილვა პირველი მოსმენით;
მომხსენებელი: ვლადიმერ მგალობლიშვილი- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

3. საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის და პროფესიული კონსულტირების ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე - განხილვა;
მომხსენებელი: დენიელ დავითაშვილი - საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.