განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები ოზურგეთის სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ

16 მაისი 2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები ოზურგეთის სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ

სკოლის უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა ოზურგეთში გაიმართა, სადაც მანდატურის სამსახურთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების კანონპროექტზე იმსჯელეს, კერძოდ, „სკოლის უსაფრთხოების კონცეფცია და ახალი საკანონმდებლო რეგულაციები“. 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები გენადი მარგველაშვილი, თემურ ჭკუასელი, ოზურგეთის სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მანდატურები, 
შეხვედრის მიზანი იყო ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სკოლის უსაფრთხოების კონცეფციის გაცნობა, მათი შეფასებისა და ინიციატივების მოსმენა.

გალერეა

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები ოზურგეთის სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ, 2018 წლის 16 მაისი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები ოზურგეთის სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ, 2018 წლის 16 მაისი