იაპონიის ელჩმა მარიამ ჯაშს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაწვევი გადასცა

12 სექტემბერი 2019
იაპონიის ელჩმა მარიამ ჯაშს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაწვევი გადასცა

იაპონიის ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს,მარიამ ჯაშს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოსაწვევი გადასცა გაეროში გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ინოვაციური დაფინანსების საკითხებზე 26 სექტემბერს გაიმართება.

„მე მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი 2017-2018 წლებში. პრეზიდენტობა წელს იაპონიამ გადაიბარა. ამ საკითხს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე გვექნება საუბარი სამომავლო თანამშრომლობასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისათვის დაფინანსების შესაძლო გაძლიერების საკითხებზე. ბუნებრივია, ჩვენთვის დიდი პატივია, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ იაპონიასთან გაეროს 2030 წლის მიზნების მიღწევის ხელშეწყობის საკითხში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო საფრანგეთთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ინოვაციური დაფინანსების გლობალურ დღის წესრიგში, ეს თანამშრომლობა უკვე სამმხრივი ხდება.

მარიამ ჯაში გაეროში გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება.

გალერეა

  • იაპონიის ელჩმა მარიამ ჯაშს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაწვევი გადასცა, 2019 წლის 12 სექტემბერი