მარიამ ჯაში - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს განათლების სისტემის დაფინანსების ზრდის საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება

10 აგვისტო 2018
მარიამ ჯაში - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს განათლების სისტემის დაფინანსების ზრდის საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტის წევრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ზოგადი განათლების სხვადასხვა საფეხურის რეფორმის შესახებ იმსჯელეს. მინისტრის მოსაზრებით, განათლების სისტემას ძირეული ცვლილებები სჭირდება. მისი განცხადებით, სამინისტროში შიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეფორმების მიმართულებით აქტიურად მუშაობსექსპერტებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად. მას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, პროფესიული განათლების რეფორმის დაწყებაზე. მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან გამოითქვა კონკრეტული წინადადებები, განსაკუთრებით, სკოლის ინფრასტრუქტურულ, მათ შორის, სოფლის სკოლების პრობლემებზე.

კომიტეტის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების რეფორმის სწარაფად განხორციელების მნიშვნელობაზე. მისი წინადადებით, პროფესიული განათლება უნდა გახდეს უფრო ხელმისაწვდომი ძალადობის მსხვერპლი პირების, განსაკუთრებით ქალებისთვის.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განმარტა, განათლების დაფინანსების გაზრდა აპარლამენტისა და მთავრობის ზოგადი პოზიციაა.მისი ინფორმაციით, 2021 წლისთვის სულ მცირე, 6%-იანი ნიშნულზე იგეგმება განათლების დაფინანსების ზრდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, მაგრამ მარიამ ჯაშს მიაჩნია, რომ 2019-2020 წლებშიც უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები დაფინანსების გაზრდის მიზნით.

„2019 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს ეს საკითხი იქნება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. სექტემბრის ბოლოსთვის კომიტეტი ელოდება სამინისტროს მიერ კონკრეტული დეტალური სტრატეგიისა და სამოქმედო გგემის წარმოდგენას, რომელიც გახდება შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საფუძველი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, კომიტეტი სამინისტროსთან პერმანენტულად გამართავს შეხვედრებს.

„გარდა იმისა, რომ კომიტეტი მუდმივ რეჟიმში მუშაობს სამინისტროსთან ერთად განათლების ყველა საფეხურის, კულტურისა და მეცნიერების მიმართულებით, მსგავსი შეხვედრები იქნება რეგულარული, რათა უზრუნველყოფილი იქნას პარლამენტის წევრების მაქსიმალური ჩართულობა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა თუ პროგრამების შემუშავებასა და მონიტორინგში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გალერეა

  • მარიამ ჯაში - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს განათლების სისტემის დაფინანსების ზრდის საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება, 2018 წლის 10 აგვისტო