მარიამ ჯაში და ზაზა გაბუნია ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიებებში მონაწილეობდნენ

14 აპრილი 2019
მარიამ ჯაში და ზაზა გაბუნია ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიებებში მონაწილეობდნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებებში მონაწილეობდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნაში მონაწილე საზოგადოებას სიტყვით მარიამ ჯაშმა მიმართა.

„ალბათ ბევრი ჩვენგანისთვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იწყება სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან არა მხოლოდ 1989 წლის აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ 1978 წლის მოძრაობით, რაც უკვე არა ერთხელ აღინიშნა და სწორედ სიმბოლურია, რომ ქართული ენის დღეს ჩვენ ვიწყებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებებით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და იმ უდიდესი შრომისთვის, რომელსაც უნივერსიტეტი აგრძელებს ქართული ენის დაცვის მიმართულებით.

მარიამ ჯაშმა საზოგადოებას შეახსენა პრემიერ-მინისტრის ისტორიული გადაწყვეტილება განათლების სფეროს მხარდასაჭერად მიღებული და განაცხადა: „მე არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო რამდენად ისტორიულია ის გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერმა-მინისტრმა გაახმოვანა სულ რამდენიმე კვირის წინ. მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი დაფინანსება საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ გავაძლიეროთ განათლების ინფრასტრუქტურა და ხარისხი, არამედ კიდევ უფრო მეტი რესურსი მივმართოთ ქართული ენის და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების დასაფინანსებლად. ეს გახლავს ინიციატივა, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს საქართველოს პროგრესულ და გრძელვადიან განვითარებას“.

მან ასევე ისაუბრა დედა ენის დაცვის თვალსაზრისით პარლამენტის გადაწყვეტილებაზე.

„დღევანდელ დღეს ასევე მსურს სიხარულით აღვნიშნო, რომ ჩემს კოლეგასთან, ზაზა გაბუნიასთან ერთად, ჩვენ მიმდინარე კვირაში უკვე მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომელიც დაიცავს კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ყველა იმ ძეგლს, რომლის საფუძველზეც ხდება განათლების სისტემაში სასწავლო პროგრამების შემუშავება და, პირველ რიგში, ეს ეხება გოგებაშვილის „დედა ენის“ მემკვიდრეობას. „დედა ენა“ იქნება კანონის დონეზე დაცული და ჩვენ შესაბამის პატივს მივაგებთ იმ უნიკალურ მემკვიდრეობას, რომელიც უდიდესმა საზოგადო მოღვაწემ დაგვიტოვა“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ბოლო ორი წლის პერიოდში, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი სრული მასშტაბით ამოქმედდა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა სახელმწიფო პროგრამისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი.

დასასრულ, მარიამ ჯაშმა, მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ასევე ენათმეცნიერების ინსტიტუტის და ხელნაწერების ცენტრის თანადგომისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ 14 აპრილს აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოება ორი უდიდესი სიახლის მოწმე გახდება.

ქართული ენის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქართული ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ.

კვირეულის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საზოგადოების წარმომადგენლები.

14 აპრილთან და ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ორგანიზებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში, მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა შემეცნებითი ინსტალაციები, გასართობი ღონისძიებები, მოეწყო საბავშვო კუთხე, გაიმართა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების სტუდენტებისა და მასწავლებლებლების დაჯილდოება.

კვირეულის ფარგლებში, გაიმართება თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი გამოფენა „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“, სადაც წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის წერილები და მიმოწერა, რომლებიც ეხება ქართული ენის სწავლების პრობლემებსა და „დედაენის“ გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.

უნივერსიტეტშია გახსნილი ასევე ენის დღისადმი მიძღვნილი ქართული შრიფტის გამოფენა და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენათა ქრონოლოგია საარქივო მასალების მიხედვით.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გაიმართება კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება, გამოცემათა პრეზენტაცია და სხვა ღონისძიებები. კვირეული დაიხურება 22 აპრილს.

გალერეა

  • მარიამ ჯაში და ზაზა გაბუნია ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, 2019 წლის 14 აპრილი