მარიამ ჯაში გაეროს ბავშვთა ფონდის - (UNICEF) განათლების რეგიონალურ მრჩეველს პარმოსივი სოობრაიანს შეხვდა

16 მაისი 2018
მარიამ ჯაში გაეროს ბავშვთა ფონდის - (UNICEF) განათლების რეგიონალურ მრჩეველს პარმოსივი სოობრაიანს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში შეხვდა გაეროს ბავშვთა ფონდის - (UNICEF) განათლების რეგიონალურ მრჩეველს პარმოსივი სოობრაიანს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში გოთფრიდ ჰანე.

მარიამ ჯაშმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონალური ოფისის მრჩეველს გაუზიარა საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში არსებული მიღწევები და ის პროირიტეტები, რომელთა ირგვლივ მნიშვნელოვანია ერთობლივი თანამშრომლობა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა UNICEF -თან თანამშრომლობისათვის საინტერესო მიმართულებებზე, კერძოდ სასკოლო განათლების ხარისხის, ინკლუზიურობის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე. მარიამ ჯაშმა ხაზი გაუსვა განათლების სისტემაში დაფინანსების გაუმჯობესების სასიცოცხლო მნიშვნელობას და ამ მიმართულებით UNICEF-ეს სთხოვა ჩართვა, როგორც ადვოკატირების, ასევე საერთაშორისო დონეზე შესაძლო მხარდაჭერის მოსაძიებლად.

გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურმა მრჩეველმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია OECD-თან ერთობლივად დაგეგმილი კვლევის თაობაზე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარდება და დეტალურ ინფორმაციასა და ანალიზს შესთავაზებს განათლების სისტემაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს. ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. დაბოლოს, იუნისეფი მზად არის დამატებითი მხარდაჭერა გაუწიოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მართვის საინფორმაციო სისტემის გასაუმჯობესებლად.

მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს განათლების სისტემაში ორი ათეული წლის მანძილზე გაწეული მხარდაჭერისათვის - განსაკუთრებით ინკლუზიური განათლების რეფორმების იმ პირველი ნაბიჯებისათვის, რამაც დრეისათვის უკვე 7000 ბავშვს მისცა სკოლაში სიარულის შესაძლებლობა.

გალერეა

  • მარიამ ჯაში გაეროს ბავშვთა ფონდის - (UNICEF) განათლების რეგიონალურ მრჩეველს პარმოსივი სოობრაიანს შეხვდა