მარიამ ჯაში საფრანგეთის სენატის წევრს შეხვდა

11 ოქტომბერი 2018
მარიამ ჯაში საფრანგეთის სენატის წევრს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ფრანგ სენატორს, პიერ-ივ კოლომბასა და საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში მარიამ ჯაშმა ფრანგ სენატორსა და ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ საფრანგეთის ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და ასევე, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერაში გამოიხატება.

„შეხვედრაზე აღვნიშნეთ რამდენად მნიშვნელოვანია თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ოფისის გახსნა, რომელიც შემდგომი თანამშრომლობის საშუალებას გვაძლევს. ფრანგი სენატორის და საფრანგეთის ელჩის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროში. ამ კუთხით, ჩვენ განვიხილეთ კონკრეტული ინიციატივები, რომელიც უკვე ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტის დონეზე. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება, ორივე მხარემ, ხელი შევუწყოთ განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას და ფრანგული სკოლის დაფუძნების კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს შევეხეთ, რომლის ფარგლებში, სასწავლო პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით, გარკვეული საკითხები რჩება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრის დასასრულს, პიერ-ივ კოლომბამ კომიტეტის თავმჯდომარე საფრანგეთის სენატში მიიწვია.

გალერეა

  • მარიამ ჯაში საფრანგეთის სენატის წევრს შეხვდა, 2018 წლის 12 ოქტომბერი
  • მარიამ ჯაში საფრანგეთის სენატის წევრს შეხვდა, 2018 წლის 12 ოქტომბერი