მარიამ ჯაში საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის 88 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

06 მარტი 2018
მარიამ ჯაში საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის 88 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის 88 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

ღონისძიებას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები, თსუ-ის პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. გაიმართა ნოდარ ცინცაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის - „მოშინაურებული მზის” ჩვენება.

მარიამ ჯაშმა იუბილე მიულოცა დიდ მეცნიერს.

ბატონი ნოდარი არის ტრადიციული და ძლიერი ქართული მეცნიერების ბრწყინვალე წარმომადგენელი. ბოლო 25 წელიწადში ურთულესი ეტაპები გამოიარა ჩვენმა მეცნიერებამ და მხოლოდ რამდენიმე დარგმა შეინარჩუნა აქტუალობა. ასეთი გამორჩეული დარგები გახლდათ ფიზიკა-მათემატიკური მიმართულებები და სწორედ ბატონი ნოდარის მსგავსი მეცნიერებითა და პედაგოგებით გახდა შესაძლებელი წარმატებების შენარჩუნება და კიდევ უფრო გაფართოება. ჩვენ ათეულობით მეცნიერი და პრაქტიკოსი გვყავს, რომლითაც ყველანი ვამაყობთ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი ინფორმაციით, კომიტეტი მინისტრთან ერთად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ საქართველო გახდეს ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრის (CERN) ასოცირებული წევრი, რომელიც საშუალებას მისცემს მეცნიერებს საქართველოს სახელით იმოღვაწეონ.

გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკანონმდებლო თუ პროგრამულ დონეზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერებს, რომ ჰქონდეთ როგორც ახალი ცოდნის გენერირების საშუალება, ასევე უკვე დაგროვილი ცოდნის კონსოლიდაციის საშუალებაც. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირისა და სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

მისი განცხადებით, პროფესორმა ნოდარ ცინცაძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში თანამედროვე ფიზიკის უმნიშვნელოვანეს დარგს - პლაზმის ფიზიკას. ამ საკითხის შესწავლას ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში 1960 წელს შეუდგნენ, სადაც პლაზმური ფიზიკის განყოფილება შეიქმნა. ამ განყოფილებას, დაარსების დღიდან, ნოდარ ცინცაძე ხელმძღვანელობს.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა ძლიერი ლაზერების უახლოეს მომავალში შექმნის პერსპექტივაც კი არ იყო, ცინცაძისა და მისი გუნდის მიერ ჩატარებულმა ინტენსიურმა სამუშაოებმა ქართველ მეცნიერებს მსოფლიო მასშტაბის უპირობო პირველობა დაუმკვიდრა. ნოდარ ცინცაძე გახლავთ 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მსოფლიოს პლაზმის ფიზიკის საბჭოს წევრს, მიღებული აქვს ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია და ორი ღირსების ორდენი.

გალერეა

  • მარიამ ჯაში საქართველოში პლაზმის ფიზიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის 88 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, 2018 წლის 6 მარტი