მარიამ ჯაში სკოლების დირექტორებს შეხვდა

09 ოქტომბერი 2018
მარიამ ჯაში სკოლების დირექტორებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სამგორისა და მისი მოსაზღვრე რაიონების სკოლების დირექტორებს შეხვდა.

საუბარი შეეხო ზოგადი განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს და პროფესიული განათლების კუთხით შემუშავებულ კანონმდებლობას.

გვქონდა სამუშაო შეხვედრა სამგორის რიონის სკოლების ხელმძღვანელებთან და ასევე, მოსაზღვრე რაიონების სკოლების დირექტორებთან, რომლებიც ხშირად მომართავენ ჩემს ბიუროს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ სასწავლო პროგრამებზე, ინფრასტრუქტურულ და საკადრო საკითხებზე, ასევე რეკომენდაციებზე, რომლებიც სკოლების ხელმძღვანელებს განათლების სისტემასთან მიმართებაში აქვთ.
სკოლების დირექტორებს პირადად გავაცანი ის სიახლეები, რომელიც საკანონმდებლო კუთხით განხორციელდა, განსაკუთრებით, ზოგადი განათლების სისტემაში. თუმცა, პროფესიული განათლების კუთხით შემუშავებული კანონმდებლობა, განსაკუთრებით ის შესაძლებლობა, რომელიც 2019 წლიდან ჩნდება მეცხრე კლასის დასრულების შემდგომ მოსწავლეებისთვის, რომ აირჩიონ კოლეჯის და სასკოლო ატესტატის ინტეგრირებული პროგრამა, განსაკუთრებით საინტერესოა სკოლების დირექტორებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას მარიამ ჯაშმა.

გალერეა

  • მარიამ ჯაში სკოლების დირექტორებს შეხვდა, 2018 წლის 9 ოქტომბერი