მარიამ ჯაში წნორის „ცოდნის კაფეში“ ახალგაზრდებს შეხვდა

09 აგვისტო 2017
მარიამ ჯაში წნორის „ცოდნის კაფეში“ ახალგაზრდებს შეხვდა

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში წნორში გახსნილ სოციალურ საწარმოს - „ცოდნის კაფეს“ ესტუმრა და ადგილობრივ ახალგაზრდობასთან შეხვედრა გამართა. კომიტეტის თავმჯდომარე სოციალური საწარმოს საქმიანობით, მისი შექმნის იდეით და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და ახალგაზრდებს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.

შეხვედრაზე, მარიამ ჯაშმა ისაუბრა ზოგადი და უმაღლესი განათლების კუთხით დაგეგმილ რეფორმებსა და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე. ასევე, ახალგზარდების თხოვნით, მან საკუთარი აკადემიური და სამუშაო გამოცდილებაზაც გააცნო მასპინძლებს. 

წნორში შევხვდი ახალგაზრდებს, რომელთა ინიციატივით უკვე ცხრა თვეა სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე“ მუშაობს. საწარმო აერთიანებს არაფორმალური განათლების ცენტრს, მულტიმედიურ ბიბლიოთეკას, წიგნის მაღაზიას და კაფეს. ამასთან, „ცოდნის კაფის“ დამფუძნებლებმა ახალგაზრდებმა უნიკალური პროექტიც წამოიწყეს - წნორში ცოდნის კაფისათვის დამოუკიდებელი ნაგებობის მშენებლობაც. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ეფუძნება ინოვაციური დაფინანსების მოდელს და თითოეულ ადამიანს შეუძლია აღნიშნული კაფის ასაშენებლად, მცირე დონაციით, საკუთარი აგურის დადება. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩემი აგურიც დამედო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ახალგაზრდების განათლებისა და განვითარებისთვის ეს არის სწორედ იმ სახის პროექტი, რომელსაც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. წნორის პროექტის მოდელი უკვე სხვა რაიონებისთვისაც საინტერესო გახდა და ჩვენ ალბათ მალე გავხდებით მოწმე, თავად ახალგაზრდების მიერ ინიცირებული არაფორმალური განათლების ცენტრებისა, რომლებიც ახალი თაობის ინტერესებს, მათ ღირებულებებს ყველაზე უკეთ პასუხობს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

„ცოდნის კაფეში“ გამართულ შეხვედრას ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად, სკოლის პედაგოგები და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი დაესწრნენ. ახალგაზრდებმა მარიამ ჯაშის სტუმრობასთან დაკავშირებით მადლიერება გამოხატეს და კომიტეტის თავმჯდომარე ახალი სოციალური საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე მიიპატიჟეს.

გალერეა

  • მარიამ ჯაში წნორის „ცოდნის კაფეში“ ახალგაზრდებს შეხვდა, 2017 წლის 9 აგვისტო