მარიამ ჯაში ზოგადსაგანმანათლებლო, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა პირველ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

09 თებერვალი 2018
მარიამ ჯაში ზოგადსაგანმანათლებლო, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა პირველ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ზოგადსაგანმანათლებლო, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა პირველ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე - „ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში“ დაესწრო, რომელიც თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

მარიამ ჯაშმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მსგავსი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს როგორც სკოლებში მიმდინარე პროცესების შესახებ რეალური ინფორმაციის მიღებას, ასევე იმის გააზრებას, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს სკოლაში იმისათვის, რომ ხელმისაწვდომი, ხარისხიანი, ინკლუზიური და შემეცნებითი იყოს სასწავლო გარემო.

„მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმართებოდეს არა მხოლოდ ზოგადი განათლების სისტემაში, არამედ უმაღლესი სასწავლებლები ასევე უნდა უწყობდნენ ხელს პედაგოგთა შეხვედრებს, კონსულტაციებს, მათი წინადადებებისა და პროექტების განხორციელებას, რადგან პროფესორ-მასწავლებლების ერთიანობა ხაზს უსვამს იმას, რომ სკოლიდან დაწყებული ბაზისური განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ, შემდგომი ეტაპები, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების, ასევე გვქონდეს წარმატებული უკვე საუნივერსიტეტო სივრცეში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი შეფასებით, საინტერესო და ყურადსაღებია აქ წარმოდგენილი წინადადებები, რომლებიც ეხება ქართული ლიტერატურისა თუ ისტორიის სწავლების ახალ სისტემას, მედიაწიგნიერების საკითხებს და სხვა. მარიამ ჯაშის შეფასებით, არის საკითხები, რომლებიც შეიძლება პარლამენტის დონეზე დაისვას და ამ საკითხებს კოლეგებთან ერთად აუცილებლად განიხილავს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეალურად მოხდეს შინაარსობრივი ცვლილება საკლასო ოთახში. არაერთ ცნობილ პოლიტიკოსს თუ საზოგადო მოღვაწეს უთქვამს, რომ ერთ მასწავლებელს და ერთ მოსწავლეს მსოფლიოს შეცვლა შეუძლია. ეს ნამდვილად ასეა. თქვენგან წამოსული ცოდნით იზრდება საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, სპორტსმენი, ნებისმიერი წარმატებული ადამიანი და ეს პროცესი უნდა გახდეს როგორც თქვენთვის, ასევე ბავშვებისათვის უაღრესად საინტერესო და ბუნებრივი. მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა მოხდეს პედაგოგების და მოსწავლეების აქტიური სწავლების მიდგომების“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, არის ახალი ინიციატივები, რომლებიც უკვე განხორციელების პროცესშია და ზოგიერთ მათგანზე ისაუბრა კიდეც. მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ უკვე წელს, პირველიდან მეექვსე კლასების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოები სრულად განახლდება და ეს პროცესი სპეციალისტებისა და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მოხდება. მე-7 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის კი, სახელმძღვანელოების განახლება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი სიახლე არის პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემის და საგამოცდო სისტემის შეცვლა, რომელიც რეალურად მოწოდებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის და არა მათთვის სადამსჯელო ღონისძიებების განსახორციელებლად. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მოსწავლეთა საგამოცდო სისტემის ცვლილების საკითხზე, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც ტესტის ჩაბარებაზე კი არ იქნება კონცენტრირებული, არამედ რეალურად ცოდნის შეძენაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს შექმნაზე.

მარიამ ჯაშის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება, თუკი სტანდარტული, ძირითადი აკადემიური პროგრამის გარდა, მაქსიმალურად გავაძლიერებთ სახელოვნებო და სპორტული განათლების შესაძლებლობებს უშუალოდ სკოლებში.

„ეს, გარდა პიროვნული განვითარებისა და ფიზიკური აღზრდისა, უშუალოდ უკავშირდება მოზარდებში კონფლიქტის პრევენციის, კომუნიკაციის და დანაშაულის პრევენციის ეფექტურ მიმართულებებს. ამ კუთხით, სპორტული განათლების გაუმჯობესება უკვე არის დაგეგმილი და კარგი იქნება თუ კი უფრო მეტ ხელოვნებასაც შევიტანთ სკოლებში, რადგან ეს კიდევ უფრო ბევრად საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს, ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეთა როგორც პიროვნულ განვითარებას, ასევე აკადემიური მოსწრების შედეგებს“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

გალერეა

  • მარიამ ჯაში ზოგადსაგანმანათლებლო, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა პირველ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო, 2018 წლის 9 თებერვალი