მარიამ ჯაშმა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

10 ოქტომბერი 2017
მარიამ ჯაშმა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

2017 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში წლის საუკეთესო მეცნიერები დასახელდნენ, ასევე, გამოვლინდნენ ფოტოკონკურსში და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულებიც.

„შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ გადაეცათ : 

  • ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო უცხოელ მეცნიერს - ტიმოთი ბლაუველტს;
  • საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერს - თამარ მახარობლიძეს;
  • საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერს - ლევან ტიელიძეს;
  • 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერს - გიორგი ტეფნაძეს;
  • 2017 წლის საუკეთესო მეცნიერს - რამაზ ქაცარავას;
  • 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევით ჯგუფს - თემურ ზაქარაშვილსვასილ კუხიანიძეს და დავით ქურიძეს.

გარდა ამისა, წელს პირველად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურების სერტიფიკატები გადაეცა 24 მეცნიერს.

გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

წარმოუდგენელია შევდგეთ სახელმწიფოდ, თუ მეცნიერები არ გვეყოლებიან შესაბამისად დაფასებული და მათ არ ექნებათ განვითარების შესაძლებლობა. 9 საუკუნეს ითვლის ჩვენი სამეცნიერო ისტორია,რომელიც ყოველთვის ცდილობდა ფეხი აეყოლებინა როგორც ჰუმანიტარული, ასევე ტექნოლოგიური განვითარების სიახლეებისთვის. სამწუხაროდ გვქონდა გარკვეული პაუზაც პროგრესის თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობებმა ხელი შეუწყო უმაღლესი სასწავლებლების განვითარებას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის, ჰორიზონტ 20/20-ის და შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის დამსახურებით მე ვფიქრობ, გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ კვლავ სათანადო სიმაღლეზე დადგეს ჩვენი მეცნიერება და რაც მთავარია, გვაქვს პოლიტიკური ნება და მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქართველი მეცნიერი იყოს წარმატებული და აღიარებული“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გალერეა

  • მარიამ ჯაში: „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა, 2017 წლის 10 ოქტომბერი