მარიამ ჯაშმა საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატება მიულოცა

11 აგვისტო 2017
მარიამ ჯაშმა საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატება მიულოცა

საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის, დღეს ჯილდოები გადაეცათ.

საქართველომ ისტორიული შედეგი აჩვენა, სადაც 14 მედალი, მათ შორის: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 9 ბრინჯაო მოიპოვა.

„გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას და მადლობას გიხდით 111 ქვეყანას შორის, საქართველოს ბრწყინვალედ წარმოჩენისთვის. თქვენი გამარჯვება ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში, ზუსტ მეცნიერებებში გვაქვს მაღალი ხარისხის განათლების მიწოდების შესაძლებლობა. აუცილებელია, ეს წარმატებული მაგალითები სხვა სკოლებშიც გავრცელდეს. STEM პროგრამებში წარმატება არ უნდა იყოს ლოკალიზებული რამდენიმე სკოლაში, STEM-ში წარმატება უნდა გახდეს საქართველოს სკოლების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ჯაშის თქმით, მნიშვნელოვანია სასკოლო ოლიმპიადების პროგრამების ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ასევე, მნიშვნელოვანია გამარჯვებულ მოსწავლეთა და პედაგოგთა წახალისების სისტემური მექანიზმების შემუშავება, - აღნიშნა დეპუტატმა.

„არაერთ ცნობილ პოლიტიკოსსა და განმანათლებელს უთქვამს, რომ განათლება არის თავისუფლება და ცოდნა კი, თავისუფლების დასაცავად საუკეთესო იარაღი. თქვენი ცოდნით თქვენ აშენებთ თავისუფალ საქართველოს. მადლობას გიხდით ამ დიდი საქმისთვის“, - მიმართა გამარჯვებულებს მარიამ ჯაშმა.

2017 წლის მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადებზე მედალოსნები გახდნენ კომაროვის ფიზიკა - მათემატიკური სკოლის, ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლისა და დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები, რომლებსაც მადლობის სიგელები დღეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გადასცეს.

გალერეა

  • მარიამ ჯაშმა საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს წარმატება მიულოცა, 2017 წლის 11 აგვისტო