პარლამენტის წევრებმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გალა დაჯილდოებაში მიიღეს მონაწილეობა

31 ივლისი 2020
პარლამენტის წევრებმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გალა დაჯილდოებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრებმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გალა დაჯილდოებაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაში, რომელიც წელს მესამედ გაიმართა, საქართველოს პარლამენტიდან გენადი მარგველაშვილი, გუგული მაღრაძე, გია ჟორჟოლიანი, ნინო წილოსანი და ენძელა მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ხელს უწყობს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მდგრადობას.

კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნესპარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ისრაელის ელჩმა რან გიდორმა,გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ სამი წლის წინ ინიცირებულმა კონკურსმა ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ამ სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერება ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რადგანაც სწორედ ამ დარგის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

ღონისძიებაზე გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ.

საუკეთესო სტუდენტად საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის“ კულინარიის ხელოვნების სტუდენტი, ხატია ნადარეიშვილი დასახელდა, ხოლო წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პედაგოგმა, არჩილ ცინცაძემ მოიპოვა.

2019 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ“ გაიმარჯვა.

წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად კი ს.ს. „ენერგო-პრო“ დასახელდა.

საკონკურსო ნომინაციებში ჯილდოების გარდა, სპეციალური პრიზი ისრაელის საელჩომ დააწესა.

ისრაელის ელჩის სპეციალური პრიზი ვალენტინა ზიბზიბაძეს გადაეცა, რომელიც კოლეჯ „ფაზისში“ ელექტრიკოსის პროფესიას დაეუფლა.

ასევე, ათასწლეულის ფონდმა გამორჩეული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“.

„გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდთან ჩვენი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით, შევქმენით პარტნიორობის წარმატებული მოდელი, რომელიც საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს განათლების სექტორს და გახდეს პროფესიული განათლება კიდევ უფრო პოპულარული“, - განაცხადა ჯილდოს გენერალური სპონსორის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა

გალერეა

  • პარლამენტის წევრებმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გალა დაჯილდოებაში მიიღეს მონაწილეობა, 2020 წლის 31 ივლისი