საქართველოს დელეგაციის წევრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, UN WOMEN აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, იანიკ გლემარეკს შეხვდნენ

18 მარტი 2017
საქართველოს დელეგაციის წევრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, UN WOMEN აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, იანიკ გლემარეკს შეხვდნენ

ნიუ-იორკში, ქალთა სტატუსის 61-ე კომისიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, იანიკ გლემარეკს და UN Women სათაო ოფისის მრჩევლებს - ემილი კენის და ლუის ნილინს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა - მარიამ ჯაშმა, სოფიო კილაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა, პრემიერმინისტრის თანაშემწესთან, სოფო ჯაფარიძესთან და გაეროში საქართველოს მისიის წარმომადგენელთან, თამთა კუპრაძესთან ერთად მიმოიხილეს საქართველოს მიერ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული შედეგები და UN Women-თან თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის საქმიანობა: გენდერული თანასწორობის საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, ქალებისთვის განათლების სისტემის თანაბარი ხელმისაწვდომობის გარანტიების შექმნა, სტამბოლის პროტოკოლის რაფიტიცირებისთვის მიმდინარე საკანონმდებლო პროცესი. მან ისაუბრა საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე ინოვაციური დაფინანსების ადვოკატირებაში.

იანიკ გლემარეკმა ყურადღება გაამახვილა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად საქართველოს საარჩევნო სისტემაში კვოტირების დანერგვისა და თანამედროვე სამყაროში ქალთა საინფორმაციო-ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობაზე. ორივე საკითხი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ აქტიურად განიხილება.

გალერეა

  • საქართველოს დელეგაციის წევრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, UN WOMEN აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, იანიკ გლემარეკს შეხვდნენ
  • საქართველოს დელეგაციის წევრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, UN WOMEN აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, იანიკ გლემარეკს შეხვდნენ