საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გადაიდო

28 დეკემბერი 2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გადაიდო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხად წარმოდგენილი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა.

სხდომის გახსნისას, კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა კოლეგებს მოუწოდა, სხდომაზე საქმიანი ფორმატი შენარჩუნებულიყო და ეს თემა პოლიტიკური მიზნებისთვის არ ყოფილიყო გამოყენებული.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დეტალურად გავეცნოთ ინსპექტირების სამსახურის 2018 წლის საქმიანობას, 100-ზე მეტ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებს, საფუძვლებს, რეაგირების გეგმებს, შედეგებს, გამოვლენილ ხარვეზებს და ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული ზუგდიდის მე-6 სკოლის შემთხვევაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებზე. იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად შევაფასოთ, მოხდა თუ არა განსხვავებული მიდგომით ინსპექტირების ჩატარება და იყო თუ არა ზუგდიდის მე-6 სკოლა გამონაკლისი შემთხვევა მიმდინარე, განსაკუთრებით სენსიტიური პოლიტიკური პროცესების ფონზე, ვფიქრობთ, რომ სრული სურათის პრეზენტაცია და განხილვა მოგვცემს ანალიზის გაკეთების და შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალებას.

იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად მაქსიმალურად შევინარჩუნოთ დღევანდელ განხილვაში საქმიანი ფორმატი, მინდა მოგმართოთ თითოეულ ჩემს კოლეგას როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობას, თითოეული შეკითხვა, რომელიც გვექნება, იყოს მაქსიმალურად დაკავშირებული ანგარიშთან. ჩვენ დღეს არ ვართ პოლიტიკური მოტივებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტრაგედიას ჩვენ არ ვიყენებთ პოლიტიკური მოტივებისთვის. ეს იქნებოდა პირველ რიგში ქალბატონი იას, მისი ოჯახის და კოლეგების შეურაცხყოფა. ჩვენი ინტერესია, გაირკვეს ყველა დეტალი ჩატარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მზად არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განხილვა დამატებით გაიმართოს იმ შემთხვევაში, თუკი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კითხვები კვლავ დარჩება.

საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომაზე მინისტრის მიუსვლელობა გააპროტესტა, რის გამოც საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა.

როგორც მათ განაცხადეს, მინისტრის მოწვევა ფრაქციის სახელით მოთხოვნილი ჰქონდათ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, კომიტეტმა საკუთარი ინიციატივით მოიწვია ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რათა ყოფილიყო მსჯელობა კონკრეტულ საკითხზე.

„კომიტეტის წევრებისგან არის მოთხოვნა, რომ მოსულიყო მინისტრი და არა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოწვევას აქვს თავისი პროცედურა, რომელიც პარლამენტის რეგლამენტით ახლებურად არის მოწესრიგებული. თუკი, კომიტეტის წევრები, ოპოზიციის წევრები თვლით, რომ მინისტრი უნდა მოვიდეს, შესაბამისი პროცედურებით მიმართეთ კომიტეტს და იმ ვადაში, რა ვადაც არის რეგლამენტით გაწერილი, მინისტრი მოვა“, - განმარტა გიორგი კახიანმა.

სხდომას, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, მას კითხვები აქვს მინისტრთან და იმ ოთხ ადამიანთან, რომელიც ინსპექტირების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა.

„თუ ჩვენ დღეს დავსვამთ კითხვებს მხოლოდ დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, პასუხებს ალბათ, სრულად ვერ მივიღებთ. იმისთვის, რომ საკითხი სრულად გაირკვეს, მიზანშეწონილად მიმაჩნია კითხვებზე პასუხის გაცემა ბატონი მიხეილ ბატიაშვილის მიერ მოხდეს“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

კომიტეტის წევრებმა, მხარი დაუჭირეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის გადადებას, რომელიც განათლების, მეცნიერებია და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა კენჭისყრაზე დააყენა.

„გულწრფელად მწყდება გული, რომ დღეს ჩვენ არ მოგვეცა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსმენის და კითხვების დასმის საშუალება. თქვენი მოთხოვნა მინისტრის მოწვევასთან დაკავშირებით გაგზავნილი იყო ფრაქციის სახელით ძველი რეგლამენტით, რომელიც ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდგომ, ფორმალური პროცედურით, ჩვენამდე არ მოსულა. ჩვენ დღეს ვღებულობთ ოფიციალურ მოწვევას. თქვენი მოთხოვნის საფუძველზე მინისტრს ვთხოვთ მოვიდეს პარლამენტში და კომიტეტის შემდგომ სხდომამდე გადავდოთ აღნიშნული საკითხის განხილვა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გალერეა

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გადაიდო, 2018 წლის 28 დეკემბერი

  • DSC_6321.JPG