საქართველოში 25 ობიექტი შეირჩა, რომელშიც ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები განხორციელდება

13 სექტემბერი 2018
საქართველოში 25 ობიექტი შეირჩა, რომელშიც ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები განხორციელდება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ორი სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილა.

„საქართველოს და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება)“ და „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც ESP დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“) შორის საგრანტო შეთანხმება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, შეთანხმებების მიზანია საქართველოში საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელება.

„ჯამში სესხი და გრანტი, ორივე ერთად არის 4, 7მლნ ევრო. მათ შორის, სესხი - 2830 000 ევრო, ხოლოდ გრანტის თანხა -1 870 000 ევრო. 4, 7 მლნ ევრო მოხმარდება საქართველოში შერჩეული საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. პროექტის დაწყებიდან მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს ინფორმაცია იმ შესაძლო ობიექტების, რომელთა ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება იქნებოდა შესაძლებელი, სიის წარმოდგენის შემდეგ განხორციელდა ენერგოაუდიტის ჩატარება ექსპერტების მიერ, რომელიც დონორებმა დაიქირავეს. შეირჩა 25 ობიექტი. ამათგან უმრავლესობა არის საგანმანათლებლო დაწესებულებები“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

გალერეა

  • საქართველოში 25 ობიექტი შეირჩა, რომელშიც ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები განხორციელდება, 2018 წლის 13 სექტემბერი