სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში ვიზიტების კვირეული გრძელდება

16 აპრილი 2018
სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში ვიზიტების კვირეული გრძელდება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან ერთად, სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში ვიზიტების კვირეულის ფარგლებში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა. დღესვე იგი აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

შენობა, რომელშიც სამხატვრო აკადემია 1922 წელს გაიხსნა, 1851 წელს აშენდა და მისი რეაბილიტაცია დღემდე არ ჩატარებულა მაშინ, როცა ჯერ კიდევ 1921 წელს შენობის მფლობელები ნაგებობის გამაგრების კუთხით დახმარებას ითხოვდნენ. დღეის მდგომარეობით ყველა საფრთხე აღმოფხვრილია, საძირკველი გამაგრებულია და შენობა გადახურულია.

საუკუნეზე მეტი ხნის ინფრასტრუქტურული პრობლემა მალე დასრულდება. საერთო ჯამში, დღეისთვის 11 მლნ ლარის ინვესტიცია უკვე არის განხორციელებული კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან, ხოლო მომავალი წლის ბოლომდე 15 მლნ ლარით მთლიანად აღდგება სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობა. მომდევნო სასწავლო წლიდან სტუდენტებს შეეძლებათ შემოქმედებითი პროცესი უკვე განახორციელონ ისტორიულ, მართლაც უნიკალურ შენობაში“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, სარესტავრაციო პროცესს ბევრი ძალიან საინტერესო ისტორია ახლავს, კერძოდ, აღმოჩენილი იქნა უნიკალური აღმოსავლური ნამუშევრები, ესკიზები, ფრესკები. „მინდა მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სახელოვნებო განათლების კუთხით განხორციელებული ინვესტიციებისთვის“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით, როგორიცაა სწავლის დაფინანსება, სახელმწიფო სტიპენდია, ცალკეული მიმართულებებისთვის პრაქტიკული მეცადინეობების დროს მასალებსა და ინვენტარზე ხელმისაწვდომობა.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, თითოეული მიმართულებისთვის, ფაკულტეტის სპეციფიკის და საჭიროებების მიხედვით დაითვლება თანხა, რომელიც საჭიროა თითოეული სტუდენტისთვის სრული კურსის სრულყოფილად შესასწავლად. აღნიშნული თანხები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობისას.

გალერეა

  • სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში ვიზიტების კვირეული გრძელდება, 2018 წლის 16 აპრილი