შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა პარლამენტში საშობაო ზღაპარი წარმოადგინეს

25 დეკემბერი 2017
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა პარლამენტში საშობაო ზღაპარი წარმოადგინეს

საქართველოს პარლამენტმა მშობელთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას -„საშობაო ზღაპარს“ უმასპინძლა. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარები - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები. მათ შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები, წაიკითხეს საახალწლო ლექსები. 

ორგანიზაციის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გიორგი ვოლსკიმ, რატი იონათამიშვილმა, სიმონ ნოზაძემ, პარლამენტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ნათენაძემ

გილოცავთ შობას და ახალ წელს თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს, ყველა ქრისტიანს და ასევე არაქრისტიანებს, რომელთაც უყვართ ეს ქვეყანა და არიან ამ ქვეყნის გულშემატკივრები“, - მიმართა სტუმრებს გიორგი ვოლსკიმ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დამდეგ შობასთან და ახალ წელთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა სრულიად საქართველოს. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტი აქტიურად მუშაობს ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური კულტურის მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებზე.

დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ შევუერთდეთ საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის წევრთა მესიჯს, რომ ჩვენთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და უფროსი ასაკის წარმომადგენელთა უფლებები არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას როგორც ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებაზე, ასევე, ყველა სფეროში დამოუკიდებელი მოღვაწეობის და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ღონისძიებაში მონაწილეებს ორგანიზაციამ სამაჯურები გადასცა წარწერით: „ერთად ვიაროთ“. ორგანიზაციის დამფუძნებლის, ნინო გულუას თქმით, ეს არის სიმბოლო, მინიშნება იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ. „თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ჩვენ შეუძლებელს შევძლებთ. თქვენ გარეშე, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამ ბავშვების ოცნებების ასრულება“, - მიმართა დეპუტატებს ნინო გულუამ. 

მან მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს განათლების ყველა ეტაპზე ინკლუზიური განათლების ხარისხზე ზრუნვისთვის, საქართველოს პარლამენტს - მასპინძლობისთვის და თბილისის მერიას, რომელმაც თითოეულ ბენეფიციარს გადასაცემად საახალწლო საჩუქრები მოუმზადა.

გალერეა

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა პარლამენტში საშობაო ზღაპარი წარმოადგინეს, 2017 წლის 26 დეკემბერი