empty

11 თებერვალი


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

2019 წლის 11 თებერვალი, 18:00 სთ.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N518

დღის წესრიგი

1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/265; 25.12.2018);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ზაზა ხუციშვილი;
კანონის პროექტზე პასუხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან: წამყვანი სპეციალისტი - მანანა მოსიძე;

2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას, პაატა მხეიძის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, რატი იონათამიშვილის, გიორგი მოსიძის, გიორგი კოპაძის, დიმიტრი მხეიძის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სოციალური მეწარმეობის შესახებ“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/236; 01.11.2018);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი;
კანონის პროექტზე პასუხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან: მთავარი სპეციალისტი - ნანა გოგიტიძე;

3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ (07-2/286; 13.12.2018);
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;
კანონის პროექტზე პასუხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან: წამყვანი სპეციალისტი - ელისო შანავა;

4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი)“ N2 ცვლილების შეთანხმება“ (07-2/284; 13.12.2018);
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;
კანონის პროექტზე პასუხისმგებელი პირი კომიტეტის აპარატიდან: წამყვანი სპეციალისტი - ელისო შანავა.